შპს EA-ს დაკვეთით შეიქმნა ქონების მართვის აპლიკაცია და ვებ გვერდი იმ პირთათვის, ვის საქმიანობასაც უძრავი ქონების გაქირავება წარმოადგენს. Opla-ს აქვს Airbnb-სთან API-ს საშუალებით მიერთების შესაძლებლობა. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები აწარმოებენ ფინანსების, უძრავი ქონების და მომსახურე პერსონალის მართვას. ამჟამად დამუშავების პროცესშია ფუნქციონალი, რომლის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ შემოსავლების დეკლარირება შემოსავლების სამსახურში და გადასახადების გადახდა.